ერთი ექაუნთით რამდენიმე მოწყობილობაზე შეიძლება ერთდროულად ყურება. კონკრეტულად თუ რამდენის, ეგ თქვენი IPTV პროვაიდერის ვებგვერდზე იქნება მითითებული. ზედმეტი მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში გინებას დაიწყებს.
თქვენი კაბინეტის რეკვიზიტები და უნიკალური პლეილისტი (ლინკი) არ გადასცეთ სხვა პირებს. თუ მაინც გაგიბაზრდათ და მიიღეთ გაფრთხილება ზედმეტი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ - სასწრაფოდ შედით აბონენტის კაბინეტში, შეცვალეთ კაბინეტის პაროლი, Ключ доступа და პლეილისტის ლინკი. ამის შემდეგ ახალი ლინკი პლეერში ხელახლა გექნებათ გასაწერი. ნახეთ ვიდეო!
HD არხების საჩვენებლად საკმარისია 15-20 Mbps სიჩქარის ინტერნეტი. ხოლო HD 50fps, HD orig და 4K არხების ჩვენებას 35-40 Mbps ჭირდება. სანამ "ჭედვებზე" აწუწუნდებით, გაზომეთ ინტერნეტის სიჩქარე TV-მოწყობილობაზე. უმჯობესია TV-მოწყობილობა ინტერნეტთან (როუტერთან) კაბელით მიაერთოთ.
აბონენტის კაბინეტში გვაქ CDN-სერვერის არჩევის საშუალება. თავისით იგი "ავტომატურზე" დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა თვითონ გირჩევთ უახლოეს ოპტიმალურ სერვერს. თუ "ავტომატურზე" გიჭედავთ, სერვერი ხელით შეარჩიეთ. ქართული ინტერნეტისთვის ოპტიმალური CDN-სერვერია ბულგარეთი.
IPTV-პლეერთა უმეტესობას ჭირდება ტელეპროგრამების (EPG) წყაროს მითითება. გამოიყენეთ თქვენი IPTV პროვაიდერის აბონენტის კაბინეტში მითითებული EPG-ები ან epg.it999.ru-დან რომელიმე მათგანი. სხვა EPG-წყაროები ინტერნეტში მარტივად იძებნება.
არქივის ყურების (გადახვევის) ფუნქციის კორექტული მუშაობისთვის აუცილებელია: სისტემური თარიღი/დროის სისწორე და ტელეპროგრამის არსებობა. ნახეთ ვიდეო.
პლეილისტში ბევრ სარეველა, ხარახურა და დუბლიკატ არხს აღმოაჩენთ, რაც ნავიგაციას ართულებს. კაბინეტიდან შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ კატეგორიები. იქვეა კონსტრუქტორი, მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ კონტენტი: გათიშოთ არასასურველი არხები, უცვალოთ მათ კატეგორია, დაალაგოთ სასურველი თანმიმდევრობით, შექმნათ ახალი კატეგორიები და ა.შ. ნახეთ ვიდეო!
დამატებითი ლისტების ყურებისას პლეერმა თუ user-agent მოითხოვა, პლეერის შესაბამის ადგილას გაუწერეთ: Mozilla/5.0
პლეილისტის ფაილში ქექვის მოყვარულთათვის გვაქვს M3U რედაქტორი, მისი მეშვეობით შესაძელბელია: პლეილისტის ფაილის ხელით შექმნა, რედაქტირება, რამდენიმე ლისტის გაერთიანება დუბლიკატების წაშლით და სხვ.
უცხოური არხების უმეტესობა რუსულ ენაზე მაუწყებლობს. ამიტომ მაყურებელმა რუსული ცოტა მაინც უნდა იცოდეს, რათა ნანახიდან შინაარსი გამოტანოს. სხვანაირად მხოლოდ პორნოარხებით ტკბობა მოუწევს :)
IPTV-სერვისის საკითხებზე მიმართეთ თქვენი IPTV პროვაიდერის ტექნიკურ მხარდაჭერას. იგი მათი ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ონლაინ ჩატში ზის.